მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (აღმოსავლეთის განძი: აბრეშუმი და ფაიფური)

სხვადასხვა (აღმოსავლეთის განძი: აბრეშუმი და ფაიფური)

აბრეშუმი, ფაიფურთან ერთად, დასავლეთის ყველაზე სასურველ ნაწარმს წარმოადგენდა, რომლითაც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ვაჭრობდნენ. აბრეშუმი და ფაიფური გადამყიდველებს, სახელგანთქმულ აბრეშუმის გზაზე, ევროპასა და ჩინეთს შორის მიმავალი ქარავნებით გადაჰქონდათ. აბრეშუმს აბრეშუმისხვევია ამზადებს - აბრეშუმის ჭია, რომელიც თუთის ხის ფოთლებით იკვებება. 

 

აბრეშუმისგან განსაკუთრებით მსუბუქი, სრიალა და სასიამოვნო ტანსაცმელი მზადდება. ამდენად, სულაც არაა გასაკვირი, რომ ძველ რომში თითო ფუნტ აბრეშუმში თითო ფუნტ ოქროს იხდიდნენ. ჩინელები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ აბრეშუმისხვევიას მოშენების, მაღალი ხარისხის აბრეშუმის დამზადებისა და შეღებვის საიდუმლოს. სიკვდილით სჯიდნენ მას, ვინც აბრეშუმის დამზადების საიდუმლოს ქვეყნის გარეთ გაიტანდა. მხოლოდ 555 წელს მოახერხა რამდენიმე ბერმა ჭიის კვერცხებისა და აბრეშუმის დამზადების მეთოდების დასავლეთში შეტანა.

 

მარკო პოლომ პირველმა უამბო ევროპელებს მყარი, ყვავილის ფურცლებივით თეთრი მასალის - ფაიფურის შესახებ, რომლისგანაც ჩინელები ჭურჭელს ამზადებდნენ. მისი დამზადების წესი ჩინეთში ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში იყო ცნობილი, იგი თანდათან დახვეწეს და არნახულ ოსტატობას მიაღწიეს, მაშინ, როცა ევროპაში ქვისა და ხის უხეშად გამოჩორკნილი ჭურჭელი გამოიყენებოდა. ამიტომ, ევროპაში ფაიფურს „თეთრ ოქროს“ ეძახდნენ და მასში ძალიან ძვირს იხდიდნენ. ფაიფური ფასობდა თავისი მოხატულობით. მისი წარმოების საიდუმლოებას ჩინელები არ ამხელდნენ. მხოლოდ 1708 წელს შეძლო ერენფრიდ ჩირნჰაუსმა ამ საიდუმლოს ახსნა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: