მეოთხე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ფაროსის (ალექსანდრიის) შუქურა)

მსოფლიო საოცრებები (ფაროსის (ალექსანდრიის) შუქურა)

124 მეტრის სიმაღლის ფაროსის შუქურა მრავალი საუკუნის განმავლობაში გემებს წყალქვეშა კლდეების შესახებ აფრთხილებდა. საოცარია, მაგრამ იგი უფრო მაღალი იყო, ვიდრე თანამედროვეობის უმაღლესი შუქურა - იაპონიაში, იოკოჰამაში აგებული 106-მეტრიანი შუქურა. ფაროსის შუქურა, უძველესი მსოფლიოს საინჟინრო ხელოვნების უდიდესი მიღწევა, მთელი მსოფლიოს მშენებლებისათვის მისაბაძი მაგალითი იყო. შუქურაზე ასეთი წარწერა იყო ამოტვიფრული: „სოსტრატუს კნიდელი, დექსიფანეს ვაჟი, უძღვნის მფარველ ღმერთებს იმათი სახელით, ვინც ზღვაში დაცურავს“. ამ წარწერამ არაერთ ლეგენდას დაუდო სათავე. შუქურის შესახებ ინფორმაციას მრავალი სხვადასხვა ისტორიული წყაროდან ვიგებთ, მაგალითად, მონეტებიდან, მოზაიკებიდან, ნგრევას გადარჩენილი მსგავსი შენობების აღწერიდან და მოგზაურთა ჩანაწერებიდან. 

 

ფაროსში ცხენები და ჯორები ჰყავდათ. ღამით მათ შუქურაზე ცეცხლისათვის საწვავი აჰქონდათ, დილით კი იქიდან ფერფლი ჩამოჰქონდათ. ეს მძიმე შრომა იყო, ამიტომ ცხოველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

 

შუქურის ცეცხლისთვის დიდძალი საწვავი იყო საჭირო. ალექსანდრიაში ხე თითქმის არ იზრდებოდა, ამიტომ ფიჭვის მორები გემებით მოჰქონდათ. თავისი არსებობის მანძილზე შუქურაზე, სავარაუდოდ, მილიონ ხეზე მეტი დაწვეს.

 

ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი წერდა, რომ ფაროსი იყო „ბრწყინვალედ აგებული თეთრი მარმარილოს მრავალსართულიანი კოშკი“.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: