მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (როგორ დაიპყო ადამიანმა ზღვა?)

სხვადასხვა (როგორ დაიპყო ადამიანმა ზღვა?)

ზღვაოსნობის გარიჟრაჟზე ხომალდები მხოლოდ ადამიანის მკლავის ძალით გადაადგილდებოდა. ანტიკურ ხანაში ამ მძიმე სამუშაოს მონები ასრულებდნენ. მოგვიანებით ადამიანს ნიჩბის მომქანცველ მოსმაში ქარის ძალა დაეხმარა.

 

აფრიანი გემის გამომგონებლებად ეგვიპტელები ითვლებიან. მაგრამ ისინი ქარის მიმართულებაზე იყვნენ დამოკიდებულნი. როგორც კი პირქარი დაუბერავდა, იალქნებს კეცავდნენ და ნიჩბებით გადაადგილდებოდნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც არაბმა ზღვაოსნებმა გამოიგონეს სამკუთხა იალქანი, მოძრაობა შესაძლებელი გახდა როგორც პირქარის, ასევე ზურგის ქარის დახმარებით.

 

ატლანტის ოკეანის გადალახვა პირველად VIII-IX სს-ში გაბედეს ნორმანებმა. მათ გზას მიჰყვნენ ესპანელები და პორტუგალიელები, რომლებიც სრულყოფილად აღჭურვილი ხომალდების წყალობით, ადვილად ახერხებდნენ დედამიწის გარშემო ნაოსნობას.

 

XVIII-XIX სს-ში, როცა ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო წყლებზე გაბატონდნენ, გახშირდა იალქნიანი ხომალდებით ზღვაოსნობა; მათ უსწრაფეს იალქნიან გემებს კლიპერები ეწოდებოდა. ამ ძალიან ვიწრო გემებს დანასავით წამახული ცხვირი და 5-მდე არაპროპორციული, მაღალი ანძა ჰქონდა, ანძებს შორის კი გადაჭიმული იყო ირიბი სამკუთხა იალქნები. ასეთი კლიპერებით ინგლისელებმა 1859 წელს 12 დღეში შეძლეს ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა. იგივე მანძილის დასაფარად კოლუმბს ერთ თვეზე მეტი დასჭირდა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: