მეოთხე საფეხური
» ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #4)

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #4)

- ერთხელ საინტერესო ცდა ჩავატარე, - თქვა თეოდორმა, - დავიჭირე რამდენიმე მატლი და ნიჟარები მოვაშორე. რა თქმა უნდა, მატლები არ დამიზიანებია. შემდეგ ისინი ისეთ ქილებში ჩავსხი, სადაც სრულიად სუფთა წყალი ესხა და ბუდის ასაშენებლად არავითარი მასალა არ ეყარა. შემდეგ ყოველ ქილაში სხვადასხვა ფერის საშენი მასალა ჩავყარე. ზოგიერთში ძალიან წმინდა ლურჯი და მწვანე მძივები, მეორეში - აგურის ნაფხვენები დანარჩენებში, ზოგში - თეთრი ქვიშა, ზოგში - ფერადი შუშის ნამსხვრევები. ამ განსხვავებული მასალისაგან ახალი საცხოვრებლები ააშენეს და უნდა ვთქვა, შედეგი ძალიან საინტერესო და ფერადოვანი იყო. უეჭველად საოცრად მოხერხებული არქიტექტორები არიან.
თეოდორმა ბოთლში ჩარჩენილი წყალი ისევ გუბეში ჩაასხა, ბადე მხარზე გაიდო და გზა განვაგრძეთ.
ამგვარი საუბრებით დავდიოდით პაპანაქებაში და გზადაგზა გუბეებთან, თხრილებთან და ნაკადულებთან ვჩერდებოდით, გზას მივიკვლევდით სურნელოვან მირტის ბუჩქებში, ბანანებით დაბურულ ფერდობებზე.
 

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯერალდ დარელი