მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #7)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #7)

მეორე დღეს მეგობრები ტყე-ტყე მიდიოდნენ მუმინების ხეობისაკენ. სნუსმუმრიკი ტუჩის გარმონს უკრავდა და დანარჩენებს ამხიარულებდა. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა, გზის პირას გამოკრულ აბრას რომ მიადგნენ. ზედ დიდი ასოებით ეწერა: „აქეთ!!! საცეკვაო მოედანი და მაღაზია“.
- როგორ მინდა ცეკვა, – წამოიძახა ფრეკენ სნორკმა და თათები შეატყუპა.
- რა დროს ცეკვაა, სადაცაა, დედამიწა დაიღუპება! – მოუჭრა სნორკმა.
- კი მაგრამ, თუ ვეღარასოდეს ვეღირსებით, არ ჯობია, ახლავე ვიცეკვოთ? – ფრეკენ სნორკი ძმას მიუბრუნდა: – ძვირფასო ძამიკო, ჩვენ ხომ კიდევ ორი დღე დაგვრჩა!
- იქნებ იმ მაღაზიაში ლიმონათიც ჰქონდეთ! – ჩაილაპარაკა სნიფმა.
- გზიდან გადახვევაც თითქმის არ მოგვიწევს, – დაუმატა მუმინტროლმა.
„გვერდით ჩაგვევლო და დაგვეთვალიერებინა მაინც ეგ საცეკვაო მოედანი“, – გაიფიქრა სნუსმუმრიკმა.
სნორკმა ერთი ამოიოხრა და ყველანი ერთად გაუყვნენ ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს.

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი