მეოთხე საფეხური
» ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #3)

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #3)

თუ მორყეული ბათქაშის ქვეშ  დანის პირს შეაცურებდი და აგურს ბათქაშს მოაშორებდი, უსათუოდ დაინახავდი იქ მიყუჟულ პატარა შავ მორიელებს, რომლებიც თითქოს გაპრიალებული შოკოლადისაგან გაუკეთებიათო.
ეს მორიელები ძალიან შემიყვარდა. ისინი სანდომიანი, თავმდაბალი არსებანი იყვნენ და, საერთოდ, ბევრი მომხიბლავი თვისება ჰქონდათ. თუ სულელურად ან უხეშად არ მოექცევი, მორიელები პატივისცემით მოგეპყრობიან და რამდენადაც შეუძლიათ, სწრაფად გაგერიდებიან. ალბათ ჯალათად მთვლიდნენ, რადგან წამდაუწუმ ვაძრობდი ბათქაშს, რათა დავკვირვებოდი, ან დამეჭირა და მურაბის ქილაში შემერეკა, რათა მათი ფეხების მოძრაობისათვის მეცქირა.
მორიელების ცხოვრებაზე ბევრი რამ შევიტყვე, მაგალითად, გავიგე, რომ ისინი მიირთმევენ ლურჯ ბუზებს (თუმცა მათი დაჭერის საიდუმლოება ჩემთვის აუხსნელი დარჩა), კუტკალიებს, ფარვანებსა და ოქროსთვალას. რამდენჯერმე შევესწარი, თავიანთ თანამოძმესაც რომ შეექცეოდნენ. ამ სხვა მხრივ უცოდველი არსებისათვის ეს თვისება, რა თქმა უნდა, ძალზე დამამცირებლად მივიჩნიე.
 
 

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯერალდ დარელი