მეოთხე საფეხური
» უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

- დედა! მამა! ძამიკო შეჭამეს!

ჰომზას დედა - ზონზროხა, მუდამ რაღაცით შეწუხებული ქალი ძახილზე დაფეთებული გამოვარდა, წინსაფარში ჩაყრილი ბარდა იატაკზე მიმოეფანტა:

- რაო? რას ამბობ?! სადაა ძამიკო! შენ სად იყავი?!

-ეჰ, - დაიწყო ოდნავ დამშვიდებულმა ჰომზამ, - ჭაობში ჩავარდა. უცბად გველი გამოძვრა თავისი ხვრელიდან, პატარა, მსუქან მუცელზე შემოეხვია და ცხვირი მოაჭამა. აბა, მე რას გავაწყობდი? ამქვეყნად იმდენი გველია... გაცილებით მეტი, ვიდრე უმცროსი ძმები.

- გველი?! - შეჰყვირა დედამ.

- დამშვიდდი, - უთხრა მამამ, - იტყუება.

ჰომზას მამამ სასწრაფოდ უკან, გორაკისაკენ მიიხედა, რათა აღელვება არ დასტყობოდა. გორაკზე უმცროსი ძმა იჯდა და ქვიშას ჭამდა.

- მიტყეპის ღირსი არ არის? - წამოისლუკუნა დედამ.

- ალბათ, - მიუგო მამამ, მაგრამ ახლა არ შემიძლია. ჯერ მიხვდეს, რა ცუდია ტყუილების თქმა.

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი