მეოთხე საფეხური
» ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #1)

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #1)

მარწყვისფერ სახლში დავბინავდით თუ არა, დედაჩემმა განაცხადა, ამ ბავშვს მეცადინეობა თუ არ დავაწყებინეთ, მთლად გატყიურდებაო, მაგრამ ვის უნდა ვემეცადინებინე საბერძნეთის ამ უდაბურ კუნძულზე? როგორც კი ეს პრობლემა დაისვა, საკითხის გადასაჭრელად მთელი ოჯახი ფეხზე დადგა. ჩემს განათლებაზე ყველას თავისი აზრი ჰქონდა და თითოეული ამ აზრს ისეთი გაცხოველებით იცავდა, რომ ყოველი კამათი ღრიანცელით მთავრდებოდა.
- დრო თავზე საყრელი აქვს, - ამბობდა ლესლი, - შეუძლია დაჯდეს და იკითხოს. მე შემიძლია სროლაში ვავარჯიშო და თუ ნავს ვიყიდით, ნიჩბოსნობასაც ვასწავლი.
- მე მგონი, ყოველ მიზეზს გარეშე ცეკვა უნდა ისწავლოს, - ამბობდა მარგო, - თორემ გაუთლელი ხეპრე გაიზრდება.
- ლიტერატურა, - დაბეჯითებით იტყოდა ლარი, - აი, რა სჭირდება, ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლა. დანარჩენი თავისით მოვა. მე ყოველთვის კარგ წიგნებს ვურჩევ ხოლმე.
 

 

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯერალდ დარელი