მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #3)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #3)

ძალიან, ძალიან მაღლა, მთებში, გამოჩნდა ობსერვატორია, სადაც პროფესორები უამრავ მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებდნენ, უამრავ სიგარეტს ეწეოდნენ და ვარსკვლავებთან ერთად განმარტოებით ცხოვრობდნენ. კოშკს ცისარტყელას ფერებით დამშვენებული მინის მრგვალი სახურავი ჰქონდა, რომელიც გამუდმებით ტრიალებდა.
მუმინტროლი წინ გაიჭრა, კარი შეაღო და ზღურბლზე მოწიწებით შეჩერდა. შიგნით მხოლოდ ერთი უზარმაზარი ოთახი იყო, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპით გაუთავებლად ათვალიერებდნენ ვარსკვლავებს. ტელესკოპი ნელა ტრიალებდა და იდუმალებით სავსე სამყაროს აკვირდებოდა.
ობსერვატორიაში ტანმორჩილი პროფესორები ფაციფუცობდნენ: თითბრის კიბეზე არბოდ-ჩარბოდნენ, რაღაცებს ზომავდნენ და ანგარიშობდნენ, რაღაცებს თავიანთ უბის წიგნაკებში ინიშნავდნენ. როგორც ჩანს, ძალიან ეჩქარებოდათ, თან ყველანი სიგარეტს ეწეოდნენ.
- გამარჯობა! - დაიძახა მუმინტროლმა. თუმცა, მისი იქ ყოფნა არავის შეუმჩნევია. 

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი