მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #5)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #5)

სნიფი ჰატიფნატებს თვალს არ აცილებდა. ჰატიფნატები ძალიან პატარა, თეთრი არსებები იყვნენ და, რაც მთავარია, სახე არ ჰქონდათ.
– არა, ახლოდან არასოდეს მინახავს ისინი და, რომ იცოდე, დიდად არ მწყდება გული... ისე, რას იტყვი, მალე მივალთ? – ვერ ისვენებდა სნიფი.
მუმინტროლმა ამოიოხრა, ტივი შეატრიალა და, ჰოი, საკვირველებავ: დაბლა, მდინარის ნაპირზე, უცნაური ყვითელი რაღაც დაინახა, რომელიც ძალიან წააგავდა შაქრის გორაკს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს პირველი მხიარული ფერი იყო.
– ეს რა არის? – აწრიალდა სნიფი, – ობსერვატორია?
– არა, კარავია, უბრალო, ყვითელი კარავი. შიგ შუქი ანთია.
როცა მიუახლოვდნენ, კარვიდან ტუჩის გარმონის ხმა შემოესმათ. მუმინტროლმა საჭეს თავი მიანება, ტივი ნელა მიაყენა ნაპირს და გაუბედავად დაიძახა:
– ეჰეი!
მუსიკა უცებ შეწყდა. კარვიდან მუმრიკი გამოვიდა; თავზე ძველი მწვანე ქუდი ეხურა და ჩიბუხს აბოლებდა.

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი