მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

ტომს იმ დღეს სკოლაში არც კი შეუხედია და დრო ჩინებულად გაატარა. ძლივს მოასწრო შინ დაბრუნება ვახშმობამდე, რათა მიხმარებოდა ჯიმს, ზანგ ბიჭუნას, ხვალისთვის შეშის დახერხვასა და დაპობაში. ყოველ შემთხვევაში, მოასწრო, ეამბნა თავისი თავგადასავალი, სანამდის ჯიმი სამუშაოს სამ მეოთხედს შეასრულებდა. ტომის უმცროს ძმას, სიდს (დედით ძმები იყვნენ), უკვე გაეთავებინა თავისი საქმე. მის მოვალეობას შეადგენდა ნაფოტების შეგროვება. სიდი წყნარი და მორჩლი იყო, არასოდეს ცელქობდა. ვიდრე ტომი ვახშამს შეექცეოდა და ყველა შემთხვევას იყენებდა შაქრის ნატეხების მოსაპარავად, დეიდა პოლი მას მეტად ცბიერ კითხვებს აძლევდა, - იქნება რამე წამოსცდესო. როგორც გულწრფელ ადამიანებს სჩვევიათ, დეიდასაც სწამდა, რომ დაჯილდოებული იყო უნარით, ჩასწვდომოდა ყოველგვარ საიდუმლოს და თავისი ყველაზე გულუბრყვილო ფანდები სასწაულებრივ ეშმაკობად მიაჩნდა.

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი