მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #24)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #24)

ერთხელ, ღამით, მოგზაურების კარავში დაფეთებული მსახური შევარდა: არიქა, თავს გვესხმიან, გაგვცესო!

ყველანი წამოცვივდნენ სამგზავრო საწოლებიდან, სტაცეს ხელი თოფ-იარაღს, ვისაც რა ჰქონდა, და სულგანაბულები იცდიდნენ.

ბნელი ღამე იყო. თვალთან თითს ვერ მიიტანდი. შორს, უდაბნოში, რაღაც ხმაური ისმოდა და თანდათან ახლოვდებოდა, თითქოს ხალხის ბრბო აქეთ მოიწევსო. უცნაური ის იყო, თეთრკანიანთა გარნიზონიდან არც არავინ ისროდა, არც დაბნეულობა ეტყობოდათ.

გარნიზონის უფროსმა კარგად იცოდა ველური ტომების ადათ-წესები და მაშინვე მიხვდა, რომ თავს არავის ესხმოდნენ, მაგრამ ის კი ვეღარ გამოიცნო, რა ხდებოდა. იდგა და შიკრიკი აფრინა, ყველაფერი გაიგეო.

თურმე ნუ იტყვით, ქარავანი მოდიოდა მეფე მათიუშის წასაყვანად.

სულ წინ უშველებელი სამეფო აქლემი მოირწეოდა. ზურგზე მოხდენილი ფანჩატური ედგა. ამ აქლემს ლამაზად მორთული ასი აქლემი და დიდი ქვეითი რაზმი მოჰყვებოდა.

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი