მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #21)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #21)

დიდხანს ფიქრობდა მათიუში. ყველანი სულგანაბულები ელოდებოდნენ.
უცბად იკითხა:
- სად არის გვირგვინოსანი ტყვე?
- აქვე ახლოს გახლავთ.
- მომგვარეთ.
შემოიყვანეს ბორკილებდადებული მეფე.
- შეხსენით ბორკილები! - ბრძანა მათიუშმა.
ბრძანება იმავე წუთს შეასრულეს. მცველებმა ტყვესთან ახლოს მიიწიეს, რომ არ გაჰქცეოდათ.
- დამარცხებულო მეფევ, - მიმართა მათიუშმა, - გამომიცდია და ვიცი, რა არის ტყვეობა. მე შენთვის თავისუფლება მიჩუქებია. ისე რომ, გთხოვ, შენი ჯარის გადარჩენილი ნაწილი ჩემი ქვეყნიდან გაიყვანო.
ჯარისკაცებმა ტყვე გვირგვინოსანი მანქანით მიიყვანეს სანგრებამდე. მეფე თავისიანებთან გადავიდა.
მეორე დღეს მათიუშს სამი მეფის ხელმოწერილი ქაღალდი მოუვიდა.
შიგ ეწერა:
‘მათიუშ მეფევ, შენ გამბედავი, ჭკვიანი და კეთილშობილი მეფე ხარ, რა გვაქვს გასაყოფი, რა გვაჩხუბებს? ჩვენ შენთან მეგობრობა გვინდა. სამივენი ჩვენ-ჩვენს სამშობლოში ვბრუნდებით, თანახმა ხარ?'
მათიუშ მეფემ თანხმობა ბრძანა.
ასე ჩამოვარდა ზავი.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი