მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #17)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #17)

მეფის ოთხი მშვილდოსანი უილ გემუელს, ალან-ე-დეილს, უილ სტუტლისა და პატარა ჯონს რიგრიგობით ეჯიბრებოდა სროლაში. მათ ყურებას არაფერი სჯობდა. მარჯვედ ნასროლ ისრებს ხალხი ტაშისცემითა და წამოძახილებით შეხვდა. ალან-ე-დეილმა და პატარა ჯონმა გაიმარჯვეს, უილ გემუელი და უილ სტუტლი კი დამარცხდნენ.
ბოლოს რობინ ჰუდი და გილბერტი გამოვიდნენ. გილბერტი მეფის საუკეთესო მსროლელი იყო.
გილბერტმა ერთი ნაბიჯი წინ წადგა და სამჯერ აუჩქარებლად ისროლა ისარი. ისე მარჯვედ იმ დღეს არავის უსროლია, მაგრამ შიგ გულში მაინც ვერ მოახვედრა, ერთი გოჯით განზე აღმოჩნდა შუა წერტილიდან.
- ყოჩაღ, გილბერტ! - შეაქო რობინმა, - ღირსეული მეტოქე ხარ!
ეს თქვა და სამი ისარი ზედიზედ სტყორცნა სანიშნეს. როგორც კი მესამე ისარიც ჩაერჭო სანიშნის შუაგულში, ტაშმა იგრიალა. სამივე ისარი შუა წერტილს მოხვდა, ისე იყვნენ ერთმანეთთან მიტყუპებულები, რომ შორიდან ერთი დიდი ისარი გეგონებოდა.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: