მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #14)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #14)

მშვენიერი დარი იდგა. ნიავი არ იძვროდა, მიდიოდა რობინი და ბავშვობის წლები აგონდებოდა. გაიხსენა, როგორ სეირნობდა მერიენთან ერთად ამ ტყეში. როგორი ტკბილი ეჩვენებოდა ახლა ის დღეები! რამდენმა წყალმა ჩაიარა ახლა მას შემდეგ!

თვალწინ წარმოუდგა სიყმაწვილის საყვარელი მეგობარი და ინატრა, ნეტა ახლა იმის წკრიალა ხმა და მხიარული სიცილი გამაგონაო.

ერთ განაკაფს მიადგა. აქ ირემი არხეინად ძოვდა. რობინმა მშვილდი გადმოიღო, დაუმიზნა და ის იყო უნდა ესროლა, რომ ისრით განგმირული ნადირი მიწაზე დაეცა. განაკაფის მეორე მხრიდან ვიღაცამ ესროლა.

ბუჩქებიდან პატარა პაჟი გადმოხტა და მოკლული ნადირისკენ გაიქცა. ლამაზი ყმაწვილი იყო. მდიდრულად ეცვა. ხელში მშვილდი ეჭირა, ქამარზე ხმალი ერტყა, ძალიან ახლაგაზრდა ჩანდა. რობინი პაჟს მიუახლოვდა და უთხრა: 

- ყმაწვილო! სამეფო ირემზე ნადირობის უფლება ვინ მოგცა?

- მე ირმებზე ნადირობის ისეთივე უფლება მაქვს, როგორც თვითონ მეფეს, - უპასუხა პაჟმა, - შენ ვიღამ მოგცა ნება, დაკითხვას რომ მიწყობ? აქედან მომშორდი! - უბრძანა მან.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: