მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #3)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #3)

ელისს მოსწყინდა მდინარის ნაპირზე დის გვერდით უსაქმოდ ჯდომა. ერთი-ორჯერ ჩაიხედა წიგნში, რომელსაც მისი და კითხულობდა, მაგრამ იქ არც სურათები იყო და არც ლაპარაკი.
„რისი მაქნისია წიგნი, - გაიფიქრა ელისმა, - რომელსაც არც სურათები აქვს და არც ლაპარაკი?“
და სწორედ ამ დროს ვარდისფერთვალება თეთრმა კურდღელმა ცხვირწინ ჩაურბინა.
აქ დიდად გასაოცარი არაფერი იყო. ელისი მაინცდამაინც არც იმას განუცვიფრებია, კურდღელმა რომ ჩაიბუტბუტა:
- ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორ მაგვიანდება!
ხოლო როცა კურდღელმა ჟილეტის ჯიბიდან საათი ამოიღო, დახედა და ნაბიჯს აუჩქარა, გოგონა წამოხტა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი უკან დაედევნა.
ახლაღა გაუელვა თავში, რომ ცხოვრებაში არასოდეს ენახა ჟილეტიანი და, მით უმეტეს, საათიანი კურდღელი. ელისი გარბოდა მინდორში და ბოლო წამს თვალი მოჰკრა, როგორ შეძვრა კურდღელი ღობის ძირას დიდ სოროში.
ელისი ფეხდაფეხ მიჰყვა მას, ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, უკან როგორ დაბრუნდებოდა. 

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი