მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #7)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #7)

გულწასული ჯარისკაცი ძირს დააწვინა. ხელ-ფეხი შეუკრა და პირში ჩვარი ჩასჩარა. გონს რომ მოვიდა, ვერაფერს ავნებდა რობინს.

ამას რომ მორჩა, სახლისკენ მიიხედა, უნდოდა გაეგო, რამ მიიქცია ამ კაცის ყურადღება. მიიხედა და მწარე კვნესა აღმოხდა. სკადლოკი და სამი საწყალი გლეხი ბოძზე თოკით გაეკრათ. ზურგიდან სისხლი სდიოდათ. თითო კაცის წინ თითო ახმახი ჯარისკაცი იდგა ბოლოებგაკვანძული მათრახით ხელში. ცოტა მოშორებით იარაღში ჩამსხდარი ცხენოსნები იდგნენ. იქვე იყო მათი უფროსი ჰუბერტ ლუნი, ავი და ბოროტი კაცი, რომელიც რობინს ჭირივით სძულდა. სიო არ იძვროდა და რობინს კარგად ესმოდა მათი სიცილი. ბოლოს, როცა ყველაფერი მზად იყო, უფროსის ბრძანება გაისმა:

- ას-ასი დარტყმა თითო ძაღლს წინააღმდეგობის გაწევისთვის, მერე თითო ისარი! დაიწყეთ!.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: