მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #6)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #6)

პიტერს ექვსი პატარა ბიჭუნა ჰყავდა. წარმოიდგინე, ამ ბიჭუნებს ხანჯლებიც კი ჰქონდათ... მათ შორის ორი ტყუპისცალი იყო. ჰო, შენ სწორად გაიგე... პიტერის რაზმში ტყუპებიც იყვნენ! რაზმის თითოეული წევრი წინამძღოლის დადგენილ კანონს ემორჩილებოდა. მაგალითად, ბიჭუნებს სასტიკად ეკრძალებოდათ პიტერისთვის მიბაძვა. ისინი აუცილებლად განსხვავებულები უნდა ყოფილიყვნენ. გამონაკლისი არც ჩაცმულობა იყო. ანუ, რადგან პიტერს ფოთლებისგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვა, დანარჩენები დათვის ბეწვით შემოსილები დადიოდნენ. ამიტომ ძალიან ჩამრგვალებულები ჩანდნენ და დაცემისას მსუქანი ბელებივით გორავდნენ.

თუ ფანტაზიას მოიშველიებ და თავს შაქრის ლერწმნარში წარმოიდგენ, ადვილად შეამჩნევ, როგორ მიიპარებიან პიტერის ბიჭუნები ლელიანში.

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი