მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #10)

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #10)

 ფეიგენი ქვის სკამზე იჯდა, თავზე დოლბანდი ჰქონდა შემოხვეული - დატყვევების დროს დაჭრილიყო.

-ფეიგენ, შენს სანახავად მოვიდნენ, რამდენიმე კითხვა აქვთ,- დაუყვირა ზედამხედველმა.

მოხუცმა მნახველებს მოჰკრა თუ არა თვალი, კუთხეში მიიკუნჭა და ამოიკნავლა:

- რა გინდათ ჩემგან?

- შენ გაქვს წერილი, რომელიც მონკსმა მოგაბარა,- უთხრა ბრაუნლოუმ.

- ტყუილია! - უარზე დადგა ფეიგენი.

- აზრი აღარ აქვს თამაშს,- უთხრა ბრაუნლოუმ,- მონკსმა ყველაფერი აღიარა...

- მომიახლოვდი, ოლივერ, - ხმადაბლა თქვა ფეიგენმა,- მინდა, რაღაც გითხრა ყურში.

ოლივერმა უხალისოდ უშვა ხელი ბრაუნლოუს და ფეიგენს მიუახლოვდა. 

- წერილი ტომსიკაში დევს და ჩემი სახლის საკვამურში, ერთ ღრიჭოში, ინახება,- უთხრა ოლივერს.

ფეიგენი არ გაჩუმდა, ისევ ჩურჩულებდა:

- ხომ დაგეხმარე, ოლივერ, ახლა შენც მიშველე - წამიყვანე აქედან!

ოლივერმა ფეიგენს ყურადღებით შეხედა. ეს იყო კაცი, რომელმაც საშინელი ტანჯვა მიაყენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან შეებრალა მოხუცი.

- ღმერთმა გაპატიოს! - უთხრა სევდიანად.

 

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი