მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #8)

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #8)

ოლივერი მთელ დღეს უღონოდ იწვა თხრილში, სადაც საიკსმა დატოვა. გონს მხოლოდ შებინდებულზე მოეგო, როცა მიწას კვამლივით აუვიდა საღამოს ნისლი. ბიჭმა იცოდა, თუკი აქ დარჩებოდა, სიკვდილი გარდაუვალი იყო. მკლავს, რომელშიც საფანტი მოხვდა, ვერ ატოკებდა. სიცივისგან აკანკალებული და დაქანცული ფეხზე ძლივს წამოდგა. წაბორძიკდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა, როგორღაც ამოაღწია თხრილიდან და გზას გაუყვა. ახლოს სახლი დაინახა. მიუახლოვდა თუ არა, ეცნო - სწორედ აქაურობის გაქურდვას ცდილობდნენ წინა საღამოს.

საშინელმა პანიკამ მოიცვა. ერთი პირობა, ჭრილობაც კი დაავიწყდა და გაქცევაც კი გადაწყვიტა, მაგრამ აბა, როგორ გაიქცეოდა, ფეხზე ძლივს იდგა! როგორც იქნა, კარამდე მილასლასდა, სუსტად დააკაკუნა და იქვე ჩაიკეცა.

მისტერ გაილსი, სახლის უფროსი ლაქია, ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს და ნელა გამოაღო.

- ბიჭია! - წამოიძახა შემცბარმა და კართან ჩაკეცილი ოლივერის დანახვაზე სახლის მეპატრონის დასაძახებლად გავარდა.

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი