მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #2)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #2)

- ძაღლები... ძაღლები თუ გიყვართ? - ჰკითხა ელისმა თაგვს. - ჩვენი სახლის მეზობლად ერთი ისეთი შესანიშნავი ფინია ცხოვრობს, რომ ძალიან მინდა გაჩვენოთ. პატარა ყავისფერი ტერიერია. იცით, როგორი ბრიალა თვალები და გრძელი, ხუჭუჭა ბეწვი აქვს?! თანაც რამდენი რამე იცის: ჯოხს თუ გადაუგდებ, გაიქცევა და მოგირბენინებს, მერე უკანა თათებზე დაჯდება და საჭმელს მოგთხოვს და რა ვიცი, კიდევ ათასი რამ. იცით, რას ამბობს მისი პატრონი, ერთი ფერმერი? ამ ძაღლს ფასი არ აქვს, იმდენი სარგებელი მოაქვსო: სულ მოსპო თუ სადმე ვირთხა და თაგ... ოჰ, ღმერთო! - ენაზე იკბინა ელისმა, - მგონი ვაწყენინე!
მართლაც, თაგვი გატრიალდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოუსვა, ტალღებიც კი დააყენა გუბეში.
- საყვარელო თაგვო, დაბრუნდი და პატიოსან სიტყვას გაძლევ, რაკი ძაღლები არ გიყვართ, საერთოდ აღარ ვილაპარაკებ მასზე, - ალერსიანად დაუძახა ელისმა.
ამის გაგონებაზე თაგვი შემობრუნდა და ნელ-ნელა გამოცურა უკან. სახეზე ფერი აღარ ედო (აღშფოთებულიაო, გაიფიქრა ელისმა).

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი