მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #10)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #10)

მეფე მათიუშმა არ იცოდა, როგორი იყო ომი. მას ეგონა, ჯარი მხოლოდ იბრძოდა, მტერს ცხენებს ართმევდა, მისდევდა და ფლოქვებით ქელავდა. სიზმრადაც არ მოლანდებია, რომ ჯარისკაცები თხრილებს თხრიან, წინ მარგილებს ასობენ, ზედ ეკლებიან მავთულებს ჭიმავენ და  კვირაობით სხედან ამ თხრილებში.
ამიტომ უხალისოდ დაიწყო სანგრის თხრა. ისე იყო დასუსტებული და არაქათგამოცლილი, ძვლები ტეხდა. თხრიდა და გულში ბუზღუნებდა, ბრძოლა კიდევ ჰო, მეფური საქმეა, მაგრამ თხრა რაღაა, თხრაში ყველა ჯარისკაცი მაჯობებსო.
ამასაც თავი რომ გავანებოთ, ბრძანება ბრძანებაზე მოდიოდა, იჩქარეთ. მტერი გვიახლოვდებაო.
შორიდან უკვე ზარბაზნების ქუხილი ისმოდა.
ერთხელ თვით მესანგრეთა პოლკოვნიკიც მოგრიალდა მანქანით, იყვირა, მუშტების ქნევით დაემუქრა ჯარისკაცებს, დავსჯი, ვინც წესიერად არ თხრისო, ხვალ ბრძოლა იწყება და ამათ ჯერ არაფერი გაუკეთებიათო.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი