მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #5)

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #5)

- ოლივერი სად დაიკარგა? - ჩააცივდა დოჯერსა და ჩარლის ფეიგენი.

ახალგაზრდა ქურდბაცაცები ის იყო, დაბრუნებულიყვნენ ფეიგენის გაჭვარტლულ ბუნაგში და, კუთხეში მიმწყვდეულებივით, დამფრთხალები იდგნენ.

- სადაა-მეთქი ბიჭი! - ხმას აუწია ფეიგენმა და დოჯერს საყელოში ჩააფრინდა.

- პოლიციამ აიყვანა, მეტი არაფერი ვიცი, გამიშვი, რა! - თავის გათავისუფლება სცადა დოჯერმა.

- რაო?! - დაიქუხა ფეიგენმა, - ახლა ხომ ყველაფერს დაფქვავს! დამთავრებულია ჩვენი ამბავი!

დოჯერი ისე შეშინდა, ისე დაფრთხა, რომ ერთი ღონივრად გაიწია, გაიქაჩა და ფეიგენს მისი ლაბადაღა შერჩა ხელში. თუმცა ფეიგენმა არ დააყოვნა, ტაფას დასწვდა და დოჯერს გაუქნია, რომელმაც მოხერხებული მოძრაობით აიცილა ნასროლი ნივთი, მაგრამ ზუსტად ამ დროს გაიღო კარი, ტაფა კედელს შეენარცხა და წკიპზე ასცდა ოთახში შემოსულ კაცს. ეს გახლდათ ბილ საიკსი, ფეიგენის დანაშაულებრივი საქმიანობების მეკავშირე, 35 წლის ბრგე აღნაგობის მამაკაცი, შავი მოსასხამით, კისერზე შემოხვეული ჭუჭყიანი შარფითა და ყავისფერი ქუდით.

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი