მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #5)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #5)

რობინმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს მამალი როჭო დედალს უხმობსო. მერე ნელი ნაბიჯით მერიენს გაუძღვა წინ. ცოტა ხნის შემდეგ ერთ გორაკს მიადგნენ. ზევით რომ ავიდნენ, გორაკის თავზე, ხეებს შორის, წითლად მოელვარე ჩამავალი მზე დაინახეს. მერე ხეები მწვანედ მობიბინე ფერდობმა შეცვალა. წინ მწვანე მინდვრები გადაშლილიყო, მინდვრებს გაღმა ციხე-დარბაზი მოჩანდა. ბილიკზე ციხე-დარბაზისკენ მიმავალი ორი ცხენოსანი დაინახეს.

- მე მგონი, სერ რიჩარდი უნდა იყოს, მეორე კი - მისი ნათესავი სერ ჰიუონ დე ბალუილი, - რობინმა რქას ჩაჰბერა. საყვირის ხმაზე ცხენოსნები შემობრუნდნენ. მერიენმა ცხენი დაძრა, ხეებს გამოსცილდა და ცხვირსახოცი დაუქნია. ცხენოსნებმა მაშინვე იცნეს მერიენი და ხელების ქნევით მისკენ გამოქანდნენ.

ქალი ცხენიდან ჩამოხტა. ცხენზე ჯდომისაგან ფეხები დაბუჟებოდა და ფეხით გავლა არჩია. თავის შეყვარებულს გვერდზე გაჰყვა.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: