მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #3)

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #3)

სახელოსნო-თავშესაფარი პირქუში ადგილი იყო. 

გოგო-ბიჭები ერთ დიდ, გაყინულ, ქვით მოპირკეთებულ დარბაზში შეჰყავდათ საჭმელად. თეთრწინსაფრიანი ოსტატი ბავშვებს შეჭამანდს უსხამდა. უფრო ზუსტად - ეს იყო წყალწყალა სუპი, რომელშიც აქა-იქ თუ დაცურავდა შვრიის მარცვლები.

ოლივერი და დანარჩენი ბავშვები შიმშილით სამი თვის განმავლობაში იტანჯებოდნენ; ბოლოს გადაწყვიტეს, რომელიმე ჩვენგანმა ოსტატს უნდა სთხოვოს, მეტი საჭმელი მოგვცესო. მისია ოლივერს ხვდა შესასრულებლად.

დადგა მომდევნო კვების დროც. ოლივერი ცახცახით წამოდგა. კანკალით მიუახლოვდა ოსტატს, ჯამი და კოვზი გაუწოდა და ამოილუღლუღა:

-ბატონო, გთხოვთ, ცოტა კიდევ დამიმატოთ.

ოსტატი ჩასუქებული, ჯანიანი, სახეღაჟღაჟა კაცი იყო და ახლა ოლივერის სიტყვების გაგონებაზე ფერი დაკარგა.

-რაო? - ხმაც კი აუკანკალდა გაოგნებისგან. 

-გთხოვთ, ბატონო, ცოტა კიდევ მინდა... 

ოსტატი ისე გაცეცხლდა, წვნიანის ჩამჩა მოუქნია ბიჭს და იყვირა:

-ბატონო ბამბლ!

მომხდარმა ბამბლი, რა თქმა უნდა, საშინლად განარისხა.

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი