მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #2)

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #2)

ბავშვის დაბადების შესახებ თავშესაფრის ზედამხედველს, ბატონ ბამბლს, აცნობეს. ეს შეუბრალებელი კაცი მაღალ ქუდსა და ტროსტს ატარებდა, რომელსაც დაუფიქრებლად გადაუჭერდა ხოლმე ცელქ ბავშვს, თვალებში თუ შეეჩხირებოდა.

ბატონმა ბამბლმა ბიჭუნას ოლივერ ტვისტი დაარქვა და თავშესაფრის საბავშვო ოთახში გაამწესა ქალბატონ მანთან. ამ უხიაგ ქალს ბავშვების გამოსაკვებად და ჩასაცმელად კვირაში შვიდ პენსს აძლევდნენ, მაგრამ ზედმეტი საკვებითა და ტანსაცმლით პატარებს არასოდეს ანებივრებდა, ფულს ჯიბეში იდებდა, ბავშვებს კი ხშირად აშიმშილებდა.

თუმცა უგულო ქალბატონმა მანმა მაინც ვერაფერი დააკლო ოლივერის გამძლე ბუნებას. თავის მეცხრე დაბადების დღეს ბიჭი ცოცხალი შეხვდა, თუ, რა თქმა უნდა, ამას სიცოცხლე ერქვა - საშინლად გამხდარი და ფერმკრთალი ნახშირის სათავსოში ჰყავდათ ჩაკეტილი. სწორედ ამ დღეს ბატონი ბამბლი მობრძანდა ქალბატონ მანთან სასაუბროდ.

-ოლივერი უკვე ძალიან დიდია საბავშვო ოთახისთვის. დროა, სახელოსნოში გადმოინაცვლოს!

ოლივერი ციმციმ გამოუყვანეს ბატონ ბამბლს. 

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი