მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #2)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #2)

პატარა რობინს ორი მეგობარი ჰყავდა: თავისივე ბიძაშვილი, უილ გეიმუელი, რომელიც ნოტინგემთან ახლოს, გუიმუელ-ლოჯში, ცხოვრობდა და მერიენ ფიცუოლტერი, გრაფ რიჩარდ ფიცუოლტერის ერთადერთი ქალიშვილი.

შერვუდის ტყეში ერთი მაღალი ხე იდგა. ამ ხის კენწეროდან ჰანტინდემის ციხე-დარბაზი ხელისგულივით მოჩანდა. აძვრებოდა რობინი ხეზე და თეთრ ცხვირსახოცს აფრიალებდა. ასე მერიენს ანიშნებდა, გელოდებიო. ჰანტინდენში მისვლა მას არ შეეძლო, რადგან მამები მტრობდნენ ერთმანეთს. ზოგი ამბობდა, ჰიუ ფიტზუთი, რობინის მამა, ერთ დროს ჰანტინდენის კანონიერი გრაფი იყო, მაგრამ მამული და ციხე-დარბაზი ფიცუოლტერმა წაართვაო. რობინი და მერიენი ამაზე სულაც არ ფიქრობდნენ. იცოდნენ, რომ მწვანით შემოსილი უდაბური ტყე, ველური ყვავილების სურნელითა და ნაირნაირი ფრინველის ჟღურტულით სავსე უსაზღვრო სამყარო მათი საკუთრება იყო და სხვა აღარაფერი აწუხებდათ.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: