მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #1)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #1)

ვენდის ოჯახი თოთხმეტ ნომერ სახლში ცხოვრობდა. გოგონას დედა უმშვენიერესი ქალბატონი იყო - მეოცნებე და ტკბილად მოსაუბრე.
მისის დარლინგს უყვარდა, როცა ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მისტერ დარლინგი კი ცდილობდა, არაფერში დაედო ტოლი მეზობლებისთვის. აქედან გამომდინარე, მათ, რასაკვირველია, ჰყავდათ გადიაც, მაგრამ ვინაიდან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ამ მოვალეობას მათ ოჯახში ნიუფაუნდლენდის ჯიშის ძაღლი, სახელად ნენა, ასრულებდა. ღვთის წყალობით, მის გამოსაკვებად ფული არ იყო საჭირო. ის ბავშვების მოტოვებული რძითაც კმაყოფილდებოდა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, „გადია“ ნენა ფასდაუდებელი საუნჯე გახლდათ. ერთი სიამოვნება იყო, გეყურებინა, როგორ აბანავებდა პატარა დარლინგებს. მთელ ღამეს ფხიზლობდა. თუ რომელიმე წამოიტირებდა, ელვის სისწრაფით მასთან გაჩნდებოდა. რაღა თქმა უნდა, ნენა ბავშვების ოთახში ცხოვრობდა.

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი