მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #10)

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #10)

ჩავჯექი სამხედრო გემში და ამერიკაში გავემგზავრე. 

ამერიკის მახლობლად თავს უბედურება დაგვატყდა, წყალქვეშა კლდეს დავეჯახეთ.

დაჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ ანძაზე მჯდარი მეზღვაური ოთხი კილომეტრის მანძილზე გადატყორცნა ზღვაში. წყალში რომ ვარდებოდა, მის გვერდით ჩაიქროლა წითელმა ყანჩამ. მეზღვაურმა ყანჩას ნისკარტში წაავლო ხელი და ზღვის ზედაპირზე შეჩერდა. ამასობაში ჩვენც მივეშველეთ.

დაჯახებამ ზევით ამისროლა და თავით კაიუტის ჭერს მიმახალა.

ამის გამო თავი მუცელში ჩამივარდა. წავივლე თმაში ხელი, დავუწყე თავს ნელ-ნელა ამოწევა და რამდენიმე დღის შემდეგ მთლიანად ამოვათრიე.

ის კლდე, რომელსაც ჩვენ დავეჯახეთ, თურმე კლდე როდი ყოფილა!

ეს იყო უზარმაზარი ვეშაპი, რომელიც წყალზე თვლემდა.

როცა დავეჯახეთ, გამოეღვიძა და ისე გაბრაზდა, რომ კბილები ჩაავლო ჩვენი ხომალდის ღუზას და მთელ დღეს, დილიდან დაღამებამდე, დაგვათრევდა წყალზე.

ბოლოს, ჩვენდა საბედნიეროდ, ღუზის ჯაჭვი გაწყდა და ჩვენც გავთავისუფლდით ვეშაპისაგან.

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე