მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #6)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #6)

ვაი ასეთ გადარჩენას! თავიდან ფეხებამდე გალუმპულს, გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ გამაჩნდა, არც საჭმელ-სასმელი მქონდა. სანუგეშოსაც ვერაფერს ვხედავდი: ან შიმშილით მოვკვდებოდი, ან მხეცები დამგლეჯდნენ. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ თან არ მქონდა არავითარი იარაღი, რითაც შემეძლებოდა ნადირი მომეკლა და მეჭამა, ან თავი დამეცვა სხვა ნადირისაგან, რომელიც ჩემს მოკვლას და შეჭმას მოისურვებდა. ერთი სიტყვით, ჯიბის დანისა, ჩიბუხისა და ცოტაოდენი თუთუნის გარდა აღარაფერი გამაჩნდა. ეს იყო მთელი ჩემი ავლადიდება და ამის შეგნებამ ისეთ საგონებელში ჩამაგდო, რომ ერთხანს გიჟივით დავრბოდი. ამასობაში მოსაღამოვდა. მაშინ რა უნდა მექნა, მტაცებელი მხეცები თუ თარეშობდნენ ამ მხარეს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ღამით გამოდიან ხოლმე საკბილოს საძებნელად.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო