მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #5)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #5)

ჩემს დღეში არ დამავიწყდება პორტუგალიელი კაპიტნის სიკეთე: მან სრულიად უფასოდ ჩამიყვანა ბრაზილიაში, ოცი დუკატი მომცა ავაზის ტყავში, ხოლო ლომის ტყავში - ორმოცი; რაც კი რამ მქონდა, ყველაფერი უკლებლივ დამიბრუნა; რისი გაყიდვაც მსურდა, მანვე შეისყიდა. ერთი სიტყვით, მთელ ჩემს ავლადიდებაში ავიღე დაახლოებით ორას ოცი ოქრო და ამ თანხით ფეხი შევდგი ბრაზილიის მიწაზე.

ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ ჩემმა ნაცნობმა კაპიტანმა მიმიყვანა ერთ ოჯახში, რომლის უფროსი ისეთივე კეთილი და პატიოსანი კაცი იყო, როგორც თვითონ კაპიტანი. იქ გაეშენებინა შაქრის პლანტაცია და შაქრისავე ქარხანაც ჰქონდა. კარგა ხანი დავყავი ამ ოჯახში და საშუალება მომეცა დავკვირვებოდი, როგორ ამზადებდნენ შაქარს.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო