მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

პეტერბურგში კარგად ვცხოვრობდი.

ჩემი საწოლი ოთახის ფანჯრიდან დიდი გუბურა მოჩანდა. რა ფრინველი გინდოდა, იქ არ ყოფილიყო.

ერთ დილას ფანჯარასთან მივედი და გუბურაში გარეული იხვები შევნიშნე.

სწრაფად ვტაცე თოფს ხელი და გარეთ გავვარდი.

კიბეზე რომ ჩავრბოდი, ისე მაგრად დავეჯახე კარს, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა.

მაგრამ ამან ვერ შემაჩერა.

მაინც გავიქეცი, მივაღწიე გუბურას და თოფი ყველაზე მსუქან იხვს დავუმიზნე. მინდა გავისროლო, მაგრამ, აი, საშინელება, თოფს კაჟი არ აღმოაჩნდა, უკაჟოდ კი სროლა შეუძლებელია.

რა ვქნა? შინ გავიქცე კაჟის მოსატანად?

იხვები რომ გაფრინდნენ, რაღა მეშველება?!

დაღონებულმა დავუშვი თოფი. უცებ თავში მშვენიერმა აზრმა გამიელვა. რაც ძალი და ღონე მქონდა, მარჯვენა თვალზე მუშტი მივირტყი. თვალიდან, ცხადია, ნაპერწკლები გადმომცვივდა და თოფის წამალმაც მაშინვე იფეთქა, თოფი გავარდა და ერთი გასროლით ათი ჩინებული იხვი მოვკალი.

 

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე