მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #2)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #2)

ერთი ღამე კი პოლიციაში გავატარე.

აი, ეს ამბავი როგორ მოხდა. ერთხელ, თაღებქვეშ დასაძინებლად რომ ვბრუნდებოდით, პატარა ფინია აგვედევნა.

- აქედან დაიკარგე! - დაუყვირა მოულდიმ, - შენი თავი არა გვაქვს! - მან ქვა აიღო და ძაღლს ესროლა.

- მოულდი, როგორ არა გრცხვენია, გაუშვი, გვდიოს, - გამოექომაგა რიპსტონი.
- რიპ, წავიყვანოთ, ჩვენთან გვეყოლება, საჭმელსაც ვაჭმევთ. ეტყობა, სახლი არა აქვს, - ვთქვი მე.
ღამით ფარნის მკვეთრმა შუქმა გამომაღვიძა, პირდაპირ სახეში მანათებდა. ჩვენს ფურგონს პოლიციელი მოსდგომოდა. ხელში ძაღლი ეჭირა.
- აი, შე არამზადავ, ეს ფინია შენ მოიპარე? - დამიყვირა პოლიციელმა და ხელში უხეშად მწვდა.
- არა, სერ, თვითონ აგვედევნა, - მივუგე შიშისაგან აცახცახებულმა.
- ვიცი, როგორც „აგედევნა“, - გამომაჯავრა პოლიციელმა, საყელოში ჩამავლო ხელი და ფურგონიდან გადმომათრია.
ცხარე ცრემლით ავტირდი.
- ნუ წუხხარ, სმიფ, არაფერია, მე დაგიხსნი, - მამშვიდებდა რიპსტონი.
და მართლაც დამიხსნა. მიიკითხ-მოიკითხა ვისი იყო ძაღლი, პირდაპირ მის პატრონთან წავიდა და ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. ძაღლი ქალაქის ექიმის ავადმყოფი გოგონასი გამოდგა.

 

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი