მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #1)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #1)

ჩემი და პოლი არც დღით, არც ღამით არ მასვენებდა. პოლის ჩემს ლოგინში აძინებდნენ და როცა ვწვებოდი, ვცდილობდი, არ გამეღვიძებინა. თუ ამას შევძლებდი, სამი-ოთხი საათი მშვიდად მეძინა. ღამის ორი საათისთვის გოგონა იღვიძებდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰკიოდა. ვერაფრით დააწყნარებდი, აუცილებლად რაიმე უნდა მიგეცა. ვიდრე საჭმელი ჰქონდა, გოგონა ჩუმად იყო, მაგრამ ღამით განსაკუთრებული ჭამის მადა ეძლეოდა, მთელ მარაგს ერთბაშად ანადგურებდა და მერე ისევ გაჰყვიროდა. არავითარი მოფერება, სიმღერა და დაყვავება მასზე არ ჭრიდა. დედა! დედაო! ისე ღრიალებდა, რომ მისი ხმა ქუჩის ბოლოს ისმოდა.
ოღონდ გამეჩუმებინა და რას არ გავაკეთებდი.
- პოლი, არ გინდა, სასეირნოდ წაგიყვანო? – ვეკითხებოდი. ზოგჯერ, როცა ნათელი მთვარიანი ღამე იყო, მთანხმდებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სასეირნოდ ვერ წავიდოდით, მაგრამ პოლი ამას ვერ ხვდებოდა. ორივენი ვიცვამდით, თითქოს მართლაც ქუჩაში გასასვლელად ვემზადებოდით, თავზე დედინაცვლის შლაპას ვახურავდი, მხრებზე ჩემს ქურთუკს შემოვაცმევდი, მე მამაჩემის ძველი ბეწვის ქუდს ვიხურავდი, რომელიც ლეიბის ქვეშ მქონდა ამოდებული. როცა ორივენი გამოვეწყობოდით, მე დედინაცვლის ხმით ვამბობდი:
- ჯიმ, შენ და პოლი წადით, შაქარყინულის დუქანში გაისეირნეთ! 
 

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი