მეოთხე საფეხური
» უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

ერთ დღეს მუმინტროლმა მამა მუმინის ჰამაკთან უზარმაზარ, ყავისფერი წყლით სავსე ორმოში პაწაწკინტელა გველეშაპი დაიჭირა. გველეშაპი ასანთის კოლოფზე დიდი არ იქნებოდა. ოქროს თევზის ფარფლებივით ლამაზად მოყვანილ, გამჭვირვალე ფრთებს მოხდენილად ამოძრავებდა და წყალზე დაცურავდა.

ამქვეყნად არც ერთი ოქროს თევზი არ იქნებოდა ისეთი ხასხასა ოქროსფერი, როგორიც ეს ციცქნა გველეშაპი იყო. პაწაწკინტელა თავი ღია მწვანე ფერისა ჰქონდა, თვალები კი - ლიმონივით ყვითელი. ექვსი ოქროსფერი ფეხი პატარა, მწვანე თათებით ბოლოვდებოდა. მწვანე, წვეტიანი კუდი მაღლა აეპრიხა. გველეშაპი საოცრად ლამაზი იყო.

- მე მოგივლი და შეგიყვარებ, - ეჩურჩულებოდა მუმინტროლი, - თუ გინდა, ღამღამობით ჩემს ბალიშზე დაგაწვენ. როცა წამოიზრდები და შემეჩვევი, ჩემთან ერთად გაცურავებ ზღვაში...

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი