მეოთხე საფეხური
» უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

ფილიფიონკას დიდი, მაგრამ უშნო სახლი ჰქონდა. ვიღაცას თავის დროზე საღებავი მორჩენოდა და ამიტომ გარედან მუქ მწვანედ, შიგნიდან კი ყავისფრად შეეღება. ფილიფიონკამ ეს სახლი ერთი ჰემულისგან იქირავა. ჰემული არწმუნებდა, ბებიაშენი ახალგაზრდობაში ამ სახლში ცხოვრობდა ზაფხულობითო. ფილიფიონკას ძალიან უყვარდა თავისი ნათესავები და მაშინვე გადაწყვიტა სახლის დაქირავება, რათა ბებიას ხსოვნისათვის პატივი ეცა. სახლს ირგვლივ ბაღი არ ერტყა. ერთ გაფოთლილ ხესაც კი ვერ ნახავდით, რომ ჩრდილში მოგესვენათ.

მოგვიანებით ფილიფიონკამ შეიტყო, რომ შეცდა და ამ საშინელ სახლში ტყუილად დასახლდა - ბებიამისი თურმე სხვა სახლში ცხოვრობდა.

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი