მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #8)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #8)

გვიან ღამით, როცა უკვე ყველას ეძინა, მამა მუმინს ვიღაცის საცოდავი ხმა შემოესმა. საწოლში წამოჯდა და მიაყურადა.
წვიმა თქრიალით მიედინებოდა სანიაღვრე მილში და ქარი გატეხილ დარაბას ახმაურებდა. სუსტი ხმა ისევ გაისმა. მამამ ღამის ხალათი ჩაიცვა და სახლის დასათვალიერებლად გაემართა. ცისფერ ოთახშიც შეიხედა, ყვითელშიც და კოპლებიანშიც, მაგრამ არსად ჩამიჩუმი არ ისმოდა. ახლა ვერანდის კარი გამოაღო და წვიმას გახედა. ჯიბის ფარნით პარმაღი და მდელო გაანათა. ფარნის შუქზე წვიმის წვეთები ბრილიანტებივით აბრჭყვიალდა. ქარი ყველაფერს გლეჯდა.
- ღმერთო, რა უბედურებაა, – აღმოხდა მამა მუმინს. სწორედ ამ დროს დაინახა გაწუწული, საწყალი, ულვაშა და შავთვალება არსება.
– მე ონდატრა ვარ, უსახლკარო ონდატრა, – ძლივს ამოიკრუსუნა საბრალო უცნობმა...

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი