მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (გოდების კედელი)

მსოფლიო საოცრებები (გოდების კედელი)

ისრაელში, ქალაქ იერუსალიმში, არის დიდი კედელი, რომელსაც „გოდების კედელს“ ეძახიან. კედლის სახელწოდება ებრაელი ხალხის მწუხარებას გამოხატავს, რაც ტაძრის დანგრევამ გამოიწვია.

ქრისტეს დაბადებამდე ამ კედლის ადგილას პირველი ტაძარი მეფე სოლომონს აუგია. ტაძარი მტრების შემოსევის შედეგად დაინგრა, მოგვიანებით ისევ აშენდა, ბოლოს კი რომაელებმა გადაწვეს. შემორჩა მხოლოდ ტაძრის დასავლეთი კედელი, ამიტომ  მას დასავლეთის კედელსაც უწოდებენ. ეს ადგილი ებრაელი ხალხისთვის წმიდათაწმიდაა. ისინი დღემდე მოდიან გოდების კედელთან და ლოცულობენ. აქ ქალები და კაცები ცალ-ცალკე დგებიან. ზოგიერთი ადამიანი კედლის ბზარებში ფურცლებზე დაწერილ ლოცვებს ტოვებს.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: