მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ზაფხული)

პლანეტა დედამიწა (ზაფხული)

ზაფხული წელიწადის ყველაზე ცხელი დროა.  ამ დროს მოკლე ღამეები და  ყველაზე დიდი დღეებია. თოთხმეტი საათის განმავლობაში მზე ცას არ შორდება. ზაფხულში პაპანაქება სიცხე იცის. ფრინველები ახლადგამოჩეკილ ბარტყებს ზრდიან. მინდვრები სხვადასხვა მწერით არის მოფენილი. პეპლები დაფარფატებენ, ფუტკრები მუყაითად შრომობენ: ცაცხვისა და სხვა სურნელოვანი ყვავილებიდან ტკბილი ნექტარი ამოაქვთ და სკებში მიაქვთ.

ბევრი საქმე აქვს გლეხსაც. ზაფხულში ხომ დამძიმებული თავთავები მიწისკენ იხრება,  მკის დრო დგება, მომკილ თავთავებს ძნებად კრავენ, შემდეგ ლეწავენ და მარცვალს აცლიან. მარცვალს კი აშრობენ და ფქვავენ. ფქვილისგან ცომს ზელენ და გემრიელ პურს, ფუნთუშებსა და ნამცხვრებს ამზადებენ.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: