მეორე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ოდრი ჰეპბერნი)

ცნობილი ადამიანები (ოდრი ჰეპბერნი)

ოდრი ჰეპბერნი მშვენიერი და ნიჭიერი მსახიობი იყო. მას ამერიკის კინოაკადემიამ უმაღლესი ჯილდო - ოსკარი - გადასცა. იგი ყველა დროის ულამაზეს ქალად ითვლება.

სახელი ოდრი კეთილშობილს ნიშნავს. ოდრის საყვარელი ფერები იყო თეთრი და ვარდისფერი. მსახიობს ძალიან ჰყვარებია მკვახე, მჟავე ვაშლი და ყოველთვის სიამოვნებით მიირთმევდა სადილის შემდეგ, როგორც დესერტს.

ცნობილი ფილმის „რომაული არდადეგების" ბოლო სცენაში ოდრი თურმე დიდხანს ვერ ახერხებდა ატირებას, მაგრამ როდესაც რეჟისორ უილიამ უაილერს მისთვის შეუხსენებია, რომ ფილმის გადაღება მალე დასრულდებოდა, ოდრის დიდხანს უტირია.

„ყველაფერი რაც ვისწავლე, ვისწავლე ფილმებიდან“ - ეს ოდრის სიტყვებია.

 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: