მეორე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ნიუტონი და მისი მიზიდულობის კანონი)

ცნობილი ადამიანები (ნიუტონი და მისი მიზიდულობის კანონი)

ამბობენ, რომ ერთხელ, როდესაც ისააკ ნიუტონი მშვენიერი ყვავილებით მორთულ ბაღში იჯდა და ისვენებდა, მოულოდნელად თავზე ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი დაეცა. სწორედ ამის შემდეგ მიხვდა ნიუტონი, რომ სამყაროში ყველა საგანი იზიდავს ერთმანეთს. ამ მოვლენას მან მსოფლიო მიზიდულობა უწოდა. მაგალითად, მთვარე და დედამიწა ერთმანეთს იზიდავს და ამის გამოა, რომ მთვარე დედამიწის გარშემო მოძრაობს.

ნიუტონი მიხვდა, რომ ვაშლის ჩამოვარდნისა და დედამიწის ირგვლივ მთვარის მოძრაობის მიზეზი ერთია. ასევე, ერთმანეთს იზიდავენ მზე და პლანეტები.

მსოფლიო მიზიდულობის ძალის გავლენით სხეულები ისე მოქმედებენ ერთმანეთზე, რომ ერთიმეორეს არ ეხებიან.


 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: