მეორე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ჰანს ქრიატიან ანდერსენი)

ცნობილი ადამიანები (ჰანს ქრიატიან ანდერსენი)

დანიის დედაქალაქის ერთ-ერთი ძველი სახლის სხვენში პატარა, ბნელი ოთახია - ისეთი პაწაწინა, რომ თითქოს მხოლოდ ცეროდენა ჯარისკაცი დაეტევა. დღეს ეს ოთახი დიდი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახლმუზეუმია.

სოფლიდან უზარმაზარ კოპენჰაგენში ჩასულმა მეწაღის ოცდაორი წლის ვაჟმა ეს ოთახი იმიტომ აირჩია, რომ აქედან სამეფო თეატრი ძალიან ახლოს იყო. მაშინ ხომ ახალგაზრდა ჭაბუკს ძალიან უყვარდა ლამაზი წარმოდგენები და სულ იმაზე ოცნებობდა, თეატრის სცენაზე ოდესმე მის ზღაპრულ პერსონაჟებსაც შეედგათ ფეხი.

დღეს არა მხოლოდ თეატრში, არამედ დანიის მთელ დედაქალაქში ორ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ, ანდერსენის ზღაპრის პერსონაჟს რომ არ წააწყდეთ. მაგალითად, ქალთევზას სიყვარულის ისტორია ისე განიცადეს დანიელებმა, რომ მას ძეგლი დაუდგეს - ქალთევზა, რომელიც დღემდე ელოდება საყვარელ პრინცს.

 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: