მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ყინულის სასტუმრო)

მსოფლიო საოცრებები (ყინულის სასტუმრო)

შვედეთი ულამაზესი ქვეყანაა. მისი დედაქალაქია სტოკჰოლმი. შვედეთში უამრავი სასახლე და ციხესიმაგრეა. სტოკჰოლმის ულამაზესი ნაგებობებიდან აღსანიშნავია ვაზას მუზეუმი, სტოკჰოლმის სამეფო სასახლე.

ასევე შთამბეჭდავია ყინულის სასახლე, რომელსაც ყოველ ზამთარს შვედეთის შორეულ ჩრდილოეთში ყინულისგან აგებენ. ავეჯი მთლიანად ყინულისაა და საწოლებსაც კი ყინულის ნაწილებისგან კრავენ. სტუმრებს სპეციალურ თბილ საძილე ტომრებში სძინავთ, დამატებითი სითბოსთვის კი ზევიდან ცხოველთა ტყავებსაც იფარებენ. 

სასტუმრო მხოლოდ ზამთარში იხსნება, გაზაფხულზე კი, დათბობის შედეგად, მთლიანად დნება. ყოველ ზამთარს სასტუმროს ხელახლა აგებენ.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: