მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (კაპადოკია - კლდის ქალაქი)

მსოფლიო საოცრებები (კაპადოკია - კლდის ქალაქი)

კაპადოკია ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს. მსოფლიოს ეს უჩვეულო ადგილი ყველას აოცებს. 

კაბადოკია ცენტრალურ თურქეთში, ანკარის მახლობლად, მდებარეობს. კაბადოკიის უჩვეულო მიწა წვეტიანი კლდეებისგან შედგება. მრავალი წლის წინ ხალხმა ამ კლდეებში საცხოვრებელი სახლები და სალოცავები გამოკვეთა. კაპადოკიაში აღმოჩენილია უამრავი მრავალსართულიანი მიწისქვეშა ქალაქიც, რომელთა უმეტესობა ერთმანეთთან გვირაბებითაა დაკავშირებული. ულამაზესია კაბადოკია ზამთარში, როცა კლდის ქალაქი თოვლის საბურველშია გახვეული.

კაბადოკია ძალიან ჰგავს ქართულ კლდეში ნაკვეთ ქალაქებს - ვარძიას, დავით გარეჯსა და უფლისციხეს.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: