მეორე საფეხური
» სხვადასხვა (მცურავი ბაზარი)

სხვადასხვა (მცურავი ბაზარი)

ტაილანდი ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი დედაქალაქია ბანგკოკი, აქ თანამდეროვე ცათამბრჯენების გვერდით უძველეს ტაძრებს შეხვდებით. მათ შორის გამორჩეულია ოქროს ბორცვისა და მარმარილოს ტაძრები. ბანგკოკში ნახავთ პარკებს, მუზეუმებს, თეატრებსა და გალერეებს.

ტაილანდში, ბანგკოკის მახლობლად, ერთ-ერთ არხში მდებარეობს ცნობილი მცურავი ბაზარი. გლეხებს აქ ყოველდღე ახალი ხილი და ბოსტნეული ვიწრო ნავებით მიაქვთ. მყიდველებიც ასეთივე ნავებით იკვლევენ გზას და სასურველ პროდუქტს ეძებენ. თუ მცურავ ბაზარში რაიმეს ყიდვას გადაწყვეტ, ადრე უნდა მიხვიდე, რადგან ვაჭრობა დილის 8 საათზე იწყება და 11- ისთვის უკვე ყველაფერი გაყიდულია.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: