მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (მთვარე)

პლანეტა დედამიწა (მთვარე)

მთვარე დედამიწის გარშემო მოძრაობს, ისე, როგორც დედამიწა მზის გარშემო. მთვარე მზის სისტემის ერთადერთი ციური სხეულია, რომელზეც ადამიანმა დაჯდომა მოახერხა.

მთვარე ძალიან განსხვავდება დედამიწისგან. იქ არც ჰაერია, არც ამინდი და არც სიცოცხლე. ეს არის მტვრიანი ადგილი, სადაც დღისით პაპანაქება სიცხეა, ღამით კი აუტანელი ყინვა.

თქვენ, ალბათ, არ იცოდით, რომ მთვარე საკუთარ შუქს არ ასხივებს. ის მზის სხივებითაა განათებული. მთვარეს ერთი დღე სჭირდება დედამიწას რომ შემოუაროს. მთვარის ერთ ნაწილს ვერასოდეს ვხედავთ, რადგან ის ჩვენგან მუდამ ზურგშექცევითაა.

რომაელები მთვარეს „ლუნას“ უწოდებდნენ.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: