მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ჩინეთი მინების დროს)

მსოფლიო საოცრებები (ჩინეთი მინების დროს)

დაახლოებით ხუთასი წლის წინ ჩინეთს მინების გვარის იმპერატორები მართავდნენ. მათ ქალაქი პეკინი დედაქალაქად აქციეს და გრანდიოზული სასახლე ააგეს, რომელსაც „აკრძალული ქალაქი“ უწოდეს.

აკრძალული ქალაქი დიდი დარბაზების, ტაძრებისა და ბაღებისაგან შედგებოდა. მას გარს კედელი და წყლით სავსე თხრილი ერტყა. სასახლეში მხოლოდ იმპერატორის ოჯახსა და მსახურებს შეეძლოთ შესვლა.

ჩინელები ამზადებდნენ ფაიფურსა და ძვირფას ქსოვილს - აბრეშუმს.

ჩინელებმა დიდი ხნის წინ დაიწყეს ჩაის მოყვანა. მის ფოთლებს თავდაპირველად წამლების დასამზადებლად იყენებდნენ, ჩაიდანში დაყენებული ჩაი თანდათან ძალზე პოპულარული სასმელი გახდა.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: