მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ინკების ქალაქები)

მსოფლიო საოცრებები (ინკების ქალაქები)

ინკები სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთებში, ცხოვრობდნენ და ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდნენ, თუმცა კარგი მშენებლების სახელითაც იყვნენ ცნობილნი. მათ იმპერატორს ინკა ერქვა, ამიტომაც შეერქვათ ინკები.

ინკები ქვის დიდი ლოდებისაგან ქალაქებს აგებდნენ. ლოდებს ქვის უროებით ამუშავებდნენ, რათა ერთმანეთში მჭიდროდ ჩაესვათ. ყველა ქალაქში იყო ტაძრები, სასახლეები და ობსერვატორიები, საიდანაც ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ.

ქალაქებს შორის ინკებს ქვით ნაგები გზები გაჰყავდათ. შიკრიკებს ამ გზებით ქალაქიდან ქალაქში წერილები დაჰქონდათ. ამავე გზებით დადიოდნენ ჯარისკაცები, ვაჭრები და გლეხები, რომლებსაც ბაზარში სურსათი მიჰქონდათ გასაყიდად.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: