მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (სიცოცხლე პოლუსზე)

პლანეტა დედამიწა (სიცოცხლე პოლუსზე)

მსოფლიოს სხვა დანარჩენ კუთხეებთან შედარებით დედამიწის ჩრდილოეთით (არქტიკაში) ყველაზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს. იქ მუდმივი მაცხოვრებლები არ არიან, მაგრამ ხშირად ჩადიან მეცნიერები ცხოველების, ამინდისა და მიწის შესასწავლად. ტურისტები მთასვლელობისთვის, სათხილამუროდ და ველური ბუნების სანახავად ჩრდილოეთსაც სტუმრობენ და სამხრეთსაც.

იქ მცხოვრები ცხოველები ყინვაში მაინც თბილად არიან და შეუძლიათ ურთულეს პირობებში საკვების მოპოვება.

პოლარული დათვები საკვების ძებნაში ბევრს მოგზაურობენ. არქტიკის თოვლსა და ყინულში ისინი სელაპებს, ფრინველებს, თევზებსა და მცენარეებს დაეძებენ.

არქტიკაში მობინადრე ლომვეშაპებს კანქვეშ ცხიმის სქელი ფენა აქვთ, რომელიც სითბოს შენარჩუნებაში ეხმარებათ.

სელაპი ანტარქტიდის წყლებში ყინულის ქვეშ ნადირობს. ყინულში ის საჰაერო ხვრელებს ჭრის, რათა სასუნთქად ამოსვლა შეძლოს.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: