მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (სიცოცხლე მთებში)

პლანეტა დედამიწა (სიცოცხლე მთებში)

გაინტერესებს, როგორ წარმოიქმნება მთები?

როდესაც დედამიწის უზარმაზარი ფილები ერთმანეთს აწვება, მიწის ქერქი მაღლა იწევს. ასე გრძელდება მილიონობით წლის განმავლობაში და თანდათან მთები წარმოიქმნება.

მთებში არსებობა მხოლოდ იმ ცხოველებსა და მცენარეებს შეუძლიათ, რომლებიც ძლიერ სიცივესა და ქარს უძლებენ. წიწვოვან ხეებს ფოთლების ნაცვლად მაგარი, წვრილი წიწვები აქვთ და სიცივეს უძლებენ, ამიტომაც მთაში კარგად ხარობენ. საქართველოს მთებში შეხვდებით ჯიხვს, მგელს, მელას, სვავს, ორბს, შავარდენს, არწივს... არწივი უზარმაზარ ბუდეს მთის კალთებზე იკეთებს. 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: